მოსკოვში, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციაზე მისი ცოლი, იულია ნავალნაია კიდევ ერთხელ დააკავეს.
საპროტესტო აქციაზე, რომელიც მოსკოვში დღეს, 31 იანვარს გაიმართა, იულია ნავალნაიასთან ერთად დააკავეს სხვა 2000-მდე დემონსტრანტი.
პუტინის წინააღდეგ და ნავალნის მხარდასაჭერად მოსკოვის გარდა მოქალაქეები რუსეთის 142 სხვადასხვა ქალაქში გამოვიდნენ. რუსები საპროტესტო აქციებს მართავენ ქვეყნის მიღმაც.
რუსეთშ ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები 24 იანვარსაც გაიმართა. მაშინ 3000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის იყო იულია ნავალნაიაც. ის რამდენიმე საათის შემდეგ გაათავისუფლეს.
რუსეთის მთავარმა ოპოზიციონერმა, ალექსეი ნავალნიმ დემონსტრაციებისკენ მხარდამჭერებს 17 იანვარს მოუწოდა, მაშინ, როცა ბერლინიდან რუსეთში დაბრუნებისას დაიჭირეს.
ბერლინში ნავალნი აგვისტოდან იმყოფებოდა - ის ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ მკურნალობდა.